პარიზში ბენქსის გრაფიტი მოიპარეს

486

პარიზში ბრიტანელი მხატვრის ბენქსის გრაფიტი მოიპარეს. ინფორმაციას გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ფაქტი 2 სექტემბერს მოხდა. ჟორჟ პომპიდუს სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომის კედელზე დატანილი გრაფიტი უცნობმა ადამიანებმა ამოჭრეს.

იანვარში პარიზში ბექსის კიდევ ერთი გრაფიტი მოიპარეს, რომელიც საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანის“ კარებზე იყო დატანილი.