პარიზში ფრანსუა პინოს კერძო მუზეუმი იხსნება

575

2021 წლის 22 მაისს პარიზში ფრანგი მილიარდერის ფრანსუა პინოს კერძო მუზეუმი გაიხსნება. აღნიშნული სივრცის შესახებ საუბრები 2016 წელს დაიწყო, როცა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ფრანსუა პინოს სავაჭრო ბირჟის შენობა 50 წლიანი კონტრაქტით ქირით გადასცა.

შენობა, რომლის ისტორიაც მე–18 საუკუნეში იწყება, იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ განაახლა. 170 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი 2020 წლის მაისში უკვე მზად იყო, თუმცა მუდმივი საკარანტინო ღონისძიებების გამო, გახსნის თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ ეს ფრანსუა პინოს უკვე მესამე მუზეუმია.