პენელოპა კრუსს ალმოდოვარის ახალ ფილმში ვიხილავთ

286

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის Madres Paralelas თიზერი გამოქვეყნდა. ფილმში, რომელიც ორი ქალის სამშობიარო სახლში გაცნობის ისტორიას გვიამბობს, მთავარ როლს პენელოპა კრუსი ასრულებს.

“მე ვსაუბრობ წინაპრებისა და შთამომავლების მნიშვნელობაზე. ჩემს ფილმოგრაფიაში ბევრი რამაა დედებზე, მაგრამ ეს ფილმი ყველასგან განსხვავდება”, – აცხადებს რეჟისორი.

აღსანიშნავია, რომ ალმოდოვარის ახალი ფილმი ვენეციის კინოფესტივალს გახსნის.