ტაილანდში 77 წლის პენსიონერი კინოთეატრში საშინელებათა ფილმის, Annabelle -ის ყურებისას გარდაიცვალა. ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,გარდაცვლილი მამაკაციბრიტანეთის მოქალაქე იყო. ისტაილანდში ტურისტად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცის გარდაცვალების შესახებ, სეანსის დასრულების შემდეგკინოთეატრში მის გვერდით მჯდომმა მაყურებელმა შეიტყო და ყვირილი დაიწყო.
ცხედარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჰოსპიტალში გადაასვენა, სადაც კაცის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინონ.