პიერ ბრასო – მხატვარი–ავანგარდისტი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა

1308

მხატვარ–ავანგარდისტის პერ ბრასოს სახელმა პირველად 1964 წელს, გეტებორგში (შვედეთი), მხატვრულ გამოფენაზე გაიჟღერა.

ბევრმა ხელოვნებათმცოდნემ და კრიტიკოსმა მისი ნამუშევრები საუკეთესო ექსპონატებად დაასახელეს, თუმცა ამ ყველაფერს დიდი სკანდალი მოჰყვა.

შვედმა ჟურნალისტმა ეკ აკსელსონმა და მხატვარმა ინგვე ფუნკეგარდმა გადაწყვიტეს საინტერესო ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. მათ აინტერესებდათ, შეძლებენ თუ არა კრიტიკოსები და ექსპერტები გაერჩიათ ერთმანეთისგან ადამიანისა და პრიმატის ნამუშევრები.

ამგვარად “დაიბადა” მხატვარი, სახელად პიერ ბრასო, რომელიც სინამდვილეში შვედეთის ქალაქ ბუროსის ზოოპარკში მცხოვრები, 4 წლის შიმპანზე, სახელად პიტერი იყო.

აკსელსონკმა და ფუნკეგარდმა, ზოოპარკის თანამშრომლების დახმარებით, პიტერს ქაღალდი, ფუნჯები და საღებავი გადასცეს. მაიმუნს იმდენად მოეწონა ხატვის პროცესი, რომ სულ მალე მისმა ოთხმა ნამუშევარმა გეტებორგის გალერეა დაამშვენა.

“პიერ ბრასოს ფუნჯი ძლიერია, მის მიერ ტილოზე დატანილი საღებავი ნატიფია. . . პიერი არის მხატვარი, რომელიც ბალერონის დელიკატურობით მოქმედებს”, – წერდა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, როლფ ანდენბერგი თავის სტატიაში.

სხვათა შორის, პიტერის ერთი შედევრი 90 დოლარადაც კი გაიყიდა.

როდესაც ყველაფერი გაირკვა, პიტერ ბრასო ყველამ დაივიწყა. შიმპანზე პიტერი 1969 წელს დიდ ბრიტანეთში, ჩესტერის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც მან თავისი ბოლო დღეები ეულად გაატარა.