“პირველი იყო თავად დურგალი, რომელიც ცოტა მგავს, ასე მგონია”

1143

თავისი ხელოვნების, საქმიანობის დასაწყისისა და გეგმების შესახებ Allart.ge ირაკლის გაფრინდაშვილს, დურგალს ესაუბრა.

– როდის შემოვიდა შენ ცხოვრებაში დურგლობა, ანუ ეს დიდი ხნის ოცნება იყო რომელიც აიხდინე თუ ერთ დღეს გადაწყვიტე რომ უნდა გეცადა..

– როგორც კი მეტი თავისუფალი დრო გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაშინვე გაჩნდა ახალი იდეები , სახელოსნოზე სულ ვოცნენობობდი, ბავშვობაში ვხატავდი, მერე სანათებს ვაკეთებდი და სრულიად შემთხვევით 2018 წლის 11 აპრილს დავაწებე პირველი კოლაჟი საიდანაც დაიწყო დურგალი.

– დურგლობა როგორც პროფესია თუ როგორც ჰობი?

– დურგალი უკვე ჩემთვის საკუთარი თავის პოვნას ნიშნავს, ჰობზე მეტია და საქმე რომელიც მინდა ვაქციო შემოსავლის მთავარ წყაროდ.

– როგორც ვიცი, შენს სახლში რომელსაც აქირავებ, ძალიან ლამაზი კუთხე გაქვს მოწყობილი შენივე ხელნაკეთი ნივთებით

– ჩემი სახლის გაქირავება გადავწყვიტე ტურისტებზე, ბაზარს რომ გადავხედე იმხელა კონკურენციაა და იმდენი კარგი სახლია მივხვდი, რაღაც ახალი უნდა შევთავაზო მომხმარებელს. ამიტომ დურგლის პირველი გამოფენა სრულად დავკიდე სახლში და ტურისტებს ვთავაზობ საინსტაგრამო სახლს, სადაც ბევრი საინტერესო დეტალი დახვდებათ .

– პირველად რა ნივთი შექნენი?

– პირველი იყო თავად დურგალი,  რომელიც ცოტა მგავს, ასე მგონია

– არის თუ არა ეს საქმიანობა კომერციული ან აპირებ თუ არა რომ იყოს?

– თუ ბევრს ვიმუაშავებ და კარგად შევფუთავ მგონია, რომ გახდება კომერციულად მომგებიანი საქმე .

– შენ გქონდა პირველი გამოფენა, რომელსაც საკმაოდ დიდი და თან ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, რამდენი ხანი მუშაობდი კოლექციაზე?

– ზუსტად 1 წლის თავზე გავაკეთე პირველი გამოფენა და განსაკუთრებით ბოლო 2 თვე ვმუშაობდი აქტიურად.

– ისე ზოგადად, რასაც ხელი მოკიდე მგონი ყველაფერი გამოგივიდა, არის კიდევ წინ ახალი გამოწვევები?

– კი. ახლა ვფიქრობ ახალი საქმის წამოწყებას სადაც მე და პაუ (ჩემი მეუღლე) ჩვენი ძალების გაერთიანებას ვგეგმავთ და ჩვენი პირველი ოჯახური ბიზნესი იქნება.

– ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხო შენ ერთ-ერთ ამპლუაზე .. “ირაკლი – გაფრინდაშვილი როგორც გადაცემის წამყვანი“ . რა გამოცდილებაა ეს შენთვის?

– პირველი არხი ჩემთვის მშობლიური ტელევიზიაა, წლების წინ ვმუშაობდი პროდუსერად. თუმცა ახლა ბევრად სასიამოვნოა, ვსაუბრაობთ ახალ მედიაზე, რომელიც ჩემი ყოველდღიურობაა. მყავს უსაყვარლესი თანაწამყვანი, ირინკა ფაღავა, ფაქტიურად ერთად ავიდგით ფეხი დიდ ეკრანზე.