ინტერნეტ სივრცეში ჯეიმს ბონდის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. მასალას კინოსტუდიებმა MGM და Universal-მა გამოაქვეყნეს. ფილმის შემქმნელებმა ვიდეო ბოლო პერიოდში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციის გასაქარწყლებლად გადაიღეს.
რაც შეეხება როლებს, რიგით 25-ე ჯეიმს ბონდს კერი ფუკუნაგა იღებს, რომელმაც დენი ბოილი ჩაანაცვლა. ბრიტანელი სუპერ აგენტის როლს უკანასკნელად დენიელ კრეიგი შეასრულებს, ხოლო მთავარ ბოროტმოქმედს რამი მალიკი განასახიერებს.