თბილისის ფოტო ფესტივალი – პირველი ფოტო ფესტივალი საქართველოში და ამიერკავაკსიაში – 10 წლისაა! ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებზე რეფლექსიისთვის იყენებს. ფოტო ფესტივალი არსებობის პირველივე წლებიდან საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდა ფოტოგრაფიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თბილისის ფოტო ფესტივალის მე-10 გამოშვების ფარგლებში, თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს. მეათე გამოშვების პროგრამა გამოფენების, საჯარო ლექციების, მრგვალი მაგიდების, ფოტოგრაფიის ღამის სქრინიგების სერიას აერთიანებს 3 ლოკალურ და გლობალურ მწვავე თემაზე :
– საინფორმაციო ომი- მიგრაცია- გარემოს დაცვა
2019 წელს ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მთავარი ღონისძიებები :
12 სექტემბერითბილისის ფოტო ფესტივალი 2019-ის გახსნა ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის ნან გოლდინის“ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებზე“. სქრინინგი
დასაწყისი : 19:30
სტამბა ამფითეატრი. სასტუმრო “სტამბა“. მ.კოსტავას ქ. 14
14 სექტემბერი
ფოტოგრაფიის ღამე
20:00-03:00ფოტო ჩვენებები ღია ცის ქვეშ
9 ეკრანი
მუშთაიდის პარკი
ფოტოგრაფიის ღამის გახსნა :
kordz – rejected pipelines /ცოცხალი მუსიკა/
დასაწყისი 20:00მუშთაიდის პარკი
6 სექტემბერი
18:30 – ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის გახსნა
“UNUS MUNDUS: რიტუალები და ტრანსი“ – ვენსანმუნის და პრისილა ტელმონის
ვიდეო ინსტალაცია
სასტუმრო “სტამბა“, მ.კოსტავას ქ. 14