პლასტიკური ქირურგია “ძველ” ჰოლივუდში

1242

დღეს ცნობილი ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ პლასტიკური ქირურგების მომსახურებას. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ეს რადიკალური მეთოდი ჰოლივუდის განუყოფელი ნაწილი, ჯერ კიდევ 1920–იანი წლებიდან გახდა.

მარლენ დიტრიხი

მარლენ დიტრიხის ღაწვებზე ამბობდნენ, რომ ისინი შუშასაც კი გაჭრიან. თუმცა, ეს ბუნების დამსახურება არაა. მსახიობმა გადაწყვიტა მსხვერპლად კბილები გაეღო. კბილების არქონის გამო კი სახემ ზუსტად საჭირო პროპორციები მიიღო.

კარმენ მირანდა

სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით კარმენმა ქირურგიას მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა. მან ცხვირის ფორმა შეიცვალა.

დინ მარტინი

მსახიობმა და მომღერალმა ქირურგს მიმართა, რათა ცხვირის ფორმა შეეცვალა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მერი პიკფორდი

მერი პიკფორდი 1920–იანი წლების მუნჯი კინოს ვარსკვლავი იყო. მის შემთხვევაში პლასტიკურმა ქირურგიამ კარგი შედეგი არ მოიტანა. კანის გადაჭიმვის გამო ქალმა ღიმილი ვეღარ შეძლო, ამიტომ კარიერაც დაასრულა.

რუდოლფ ვალენტინო

რუდოლფ ვალენტინო პოკფორდის მსგავსად მუნჯი კინოს ვარსკვლავი იყო. თუმცა, სანამ პოპულარული გახდებოდა, მას ყურების ფორმის შეცვლა მოუწია. რეჟისორები ხშირად ამბობდნენ, რომ “მისი ყურები სპილოსას წააგავს”. ოპერაციის შემდეგ ვალენტინომ უამრავი როლი მიიღო.

ბერტ ლანკასტერი

ბერტ ლანკასტერს კარიერის დასაწყისში ბრუტალური მამაკაცების როლები ხვდებოდა, თუმცა შემდეგში, როდესაც დრამატული როლის შესრულება მოინდომა, გლამურული გარეგნობა სჭირდებოდა. ლანკასტერი ხშირად მიმართავდა პლასტიკურ ქირურგს, რის გამოც ჰოლივუდში ამბობდნენ: “ბერტს საკუთარი მხოლოდ თვალები დარჩა”.

მერილინ მონრო

დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მონრომ პლასტიკური ქირურგიის წყალობით ცხვირისა და ნიკაპის ფორმები შეიცვალა. ასევე, საუბრობენ თმის საფარის იდეალურ ზოლზე, რომლის მიღწევაც მხოლოდ ელექტროლიზით იყო შესაძლებელი.