პლუს ზომის მოდელი, რომელიც 155 კილოს იწონის თამამ ფოტოებს აქვეყნებს

1076

34 წლის მოდელი ტეს ჰოლიდეი, რომელიც პლუს ზომის მოდელად ითვლება, კალიფორნიის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს. ის 155 კილოს იწონის, თუმცა ეს ფაქტი მას ხელს არ უშლის იყოს ენერგიული და თავდაჯერებული.

ტესი საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელში თამამად აქვეყნებს. ფიქრობს, რომ ადამიანს საკუთარი  სხეული უნდა უყვარდეს და თაყვანისმცემლებსაც სწორედ ამას მოუწოდებს. ტესიმ კარგად იცის, როგორ მიუჩინოს ყველა იმ ადამიანს შესაბამისი ადგილი, ვინც ფიქრობს რომ მოდელის სიმსუქნე არის არაჯანსაღი.

პლუს ზომის მოდელი აპირებს კარიერის აწყობას და 2 შვილის აღზრდას.