პოლანსკის მეუღლემ ტარანტინოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა

835

რომან პოლანსკის მეუღლის, ემანიუელ სანიეს თქმით, კვენტინ ტარანტინომ მისი მეუღლის ტრაგედია გამოიყენა. რეჟისორის მეუღლის განმარტებით, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში”, პოლანსკის ყოფილი მეუღლის შერონ ტეიტის მკვლელობის ისტორიაა მოთხრობილი, თუმცა ფილმის გადაღებამდე ტარანტინოს პოლანსკისთვის არაფერი უთქვამს.

“უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჰოლივუდში რომანისა და მისი ტრაგიკული ისტორიის შესახებ ფილმის გადაღება არაფრად მიაჩნიად. . . ამასთან ერთად მათ ის განდევნილად აქციეს. და ეს ყველაფერი მასთან შეუთანხმებლად მოხდა”, – წერს რეჟისორის მეუღლე Twitter-ში.