პოლ მაკარტნიმ წიგნი დაწერა

1084

ლეგენდარული ჯგუფის Beatles-ის ექსწევრმა პოლ მაკარტნიმ საბავშვო წიგნი დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წიგნის სახელწოდებაა Hey, Grandude „გამარჯობა, ბაბუა“, ეს სახელი მუსიკოსის შვილიშვილებმა მოიფიქრეს. ამბავი კი მხიარულ, წვერიან მოხუცზეა. 32 გვერდიანი წიგნისთვის ილუსტრაციები კანადელმა კეტრინ დერსტმა შექმნა.