თავისი ტურნეს Freshen Up–ის ფარგლებში, ლოს–ანჯელესში პოლ მაკარტნი მსმენელის წინაშე The Beatles-ის სხვა წევრთან, რინგო სტართან ერთად წარსდგა.
“გვაქვს სიურპრიზი ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასთვის. ქალბატონებო და ბატონებო, ერთადერთი და განუმეორებელი რინგო სტარი”, – გამოაცხადა მაკარტნიმ გასტროლის ბოლო კონცერტზე.
მაკარტნიმ და სტარმა ერთად შეასრულეს კომპოზიციები Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band და Helter Skelter.