პოლ მაკარტნი მიუზიკლზე მუშაობს

1073

პოლ მაკარტნი თავის პირველ მიუზიკლზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ის ფრენკ კაპრას ფილმის “ეს მშვენიერი ცხოვრებაა”–ს სიუჟეტს მუსიკალურ სცენაზე გადაიტანს.

მაკარტნი დაწერს მუსიკას და სცენარისტ ლი ჰოლთან ერთად ნომრების ტექსტების დაწერაშიც მიიღებს მონაწილეობას.

“ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ეს საქმეც ერთი ელექტრონული წერილით დაიწყო. არასოდეს მიფიქრია მიუზიკლის შექმნაზე, მაგარმ მივხვდი, რომ ეს შეიძლება საინტერესო და სახალისო იყოს”, – განაცხადა პოლ მაკარტნიმ.