პოლ უოლკერის ქალიშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია

1536

ფილმ „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მსახიობის პოლ უოლკერის ქალიშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია არა როგორც ცნობილი მსახიობის ქალიშვილი, არამედ, როგორც წარმატებული მოდელი.

გოგონამ მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნა, რამაც მედიის დაინტერესება გამოიწვია.

გარდაცვლილი მსახიობის ქალიშვილი მიდოუ უკვე 20 წლისა. მას მსახიობობა არასდროს სურდა. ის ამჟამად არის მოდელი და რამდენიმე ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს.

ცნობისთვის, პოლ უოლკერი და მისი მეგობარი ავარიაში მოყვნენ. სწორედ პოლ უოლკერის სახელს მიუძღვნეს Fast and Furious-ის მეშვიდე ნაწილი.