პომპიდუს ცენტრს ამერიკული ფილიალი ექნება

513

როგორც პომპიდუს ცენტრის დირექტორმა სერჟ ლავინმა, ჯერსი–სითის მერმა სტივენ ფულოპმა და შტატ ნიუ–იორკის გუბერნატორმა ჯერსი ფილიპ მერფიმ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს, პარიზის ხელოვნების ცენტრს ამერიკული ფილიალი ემატება.

პომპიდუს ცენტრი ჯერსი–სითიში 1912 წელს აშენებულ შენობაში, მანჰეტენთან ახლოს განლაგდება. 2018 წელს ეს შენობა მთავრობამ 9 მილიონ დოლარად გამოისყიდა.

ფილიალის გახსნა 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.