ჩეხეთის დედაქალაქში 135-მეტრიანი შენობის მშენებლობაზე პროექტს განიხილავენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დიზაინი, რომელიც „ჩაძირული გემისა და შენობის სინთეზის“ ქმნის, მოქანდაკე დავიდ ჩერნის და არქიტექტორ ტომაშ სისარჟს ეკუთვნის. აშენების შემთხვევაში კი ეს პრაღაში, ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება.
ცნობისთვის, პრაღის ისტორიული ქალაქის ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ისტორიულ ნაწილში მაღალი შენობების მშენებლობა აკრძალულია.