ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ს წლევანდელი ნომინანტების სია ცნობილია. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტ, 24 კატეგორიაში წარდგენილია ორი სერიალი – „გვირგვინი“ და „მანდალორელი“.
საუკეთესო სერიალის წოდებისთვის იბრძვიან:
„ბიჭები“ (Amazon Prime Video);
„ბრიჯერტონი“ (Netflix);
„გვირგვინი“ (Netflix);
„მხევლის წიგნი“ (Hulu);
„ლავკრაფტის ქვეყანა“ (HBO);
„მანდალორელი“ (Disney Plus);
„პოზა“ (FX);
„ეს ჩვენ ვართ“ (NBC).
ხოლო, წლის საუკეთესო მინი-სერიალის წოდებისთვის იბრძოლებენ:
„შეიძლება გაგანადგურო“ (HBO);
მეირი ისთტაუნიდან“ (HBO);
„დედოფლის გამბიტი“ (Netflix);
„მიწისქვეშა რკინიგზა“ (Amazon Prime Video);
„ვანდავიჟენი“ (Disney Plus).
გარდა ამისა, ნომინაციაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ წარდგენილები არიან:
სტერლინგ ბრაუნი – („ეს ჩვენ ვართ“);
ჯონათან მეიჯორსი – („ლავკრაფტის ქვეყანა“);
ჯოშ ოკონორი – („გვირგვინი“);
რეგე-ჟან პეიჯი – („ბრიჯერტონი“);
ბილი პორტერი – („პოზა“);
მეთიუ რისი – („პერ მეისონი“).
ბოლოს კი, საუკეთესო ქალი მსახიობის წოდების დრამატულ სერიალში იბრძვიან:
უზო ადუბა – („პაციენტები“);
ოლივია კოულმანი – („გვირგვინი“);
ემა კორინი – („გვირგვინი“);
ელიზაბეტ მოსი – („მხევლის წიგნი“);
ემჯეი როდრიგეზი – („პოზა“);
ჯარნი სმოლეტი – („ლავკრაფტის ქვეყანა“).
ცნობისთვის, Emmy-ს 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია შემოდგომაზე, 19 სექტემბერს გაიმართება.