პრინცესა დაიანას პატივსაცემად პარიზის ერთ-ერთ სკვერს მის სახელს დაარქმევენ

831

პარიზში ალმას ხიდთან მდებარე სკვერს, სადაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად გარდაიცვალა  მის სახელს დაარქმევენ. ინფორმაციას გამოცემა LeMonde ავრცელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქის საბჭო 11 ივნისს მიიღებს.

პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა. ის საფრანგეთში ავტოკატასტროფაში 1997 წელს დაიღუპა.