Prince Estate–სა და Warner Records–ის განცხადებით, პრინცის 1982 წელს გამოსული ალბომი “1999”, რემასტერინგის შემდეგ თავიდან გამოიცემა. მას ასევე დაემატება 35 აქამდე უცნობი კომპოზიცია.
ეს იქნება 23 სტუდიური დემო–ვერსია, რომლებიც 1981-1983 წლებში ჩაიწერა. ასევე ალბომს დაემატება 1982 წლის 30 ნოემბერს დეტროიტში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერები.
სულ 5 კომპაქტ დისკზე 65 სიმღერა იქნება ჩაწერილი, რომელთაც დაემატებათ DVD დისკი კონცერტის ვიდეო–ჩანაწერით.