პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

575

პრინცმა უილიამმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო და გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო პერსონალსა და მონაწილე პირებს მადლობა პირადად გადაუხადა.

კემბრიჯის ჰერცოგმა ვაქცინაციის პროცესში გადაღებული ფოტო რამდენიმე საათის წინ საზოგადოებას Twitter-ის საშუალებით გაუზიარა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, გაიკეთა თუ არა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდგეგო აცრა.