ჟან–მიშელ ბასკიას ნამუშევარი რეკორდულ თანხად გაიყიდა

592

ამერიკელი მხატვრის ჟან–მიშელ ბასკიას ნამუშევარი “ამ შემთხვევაში”, Christie’s-ს აუქციონზე 81 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფსონი ტელეფონის მეშვეობით გაკეთდა. ყველა გადასახადის გათვალისწინებით კოლექციონერს 93 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

“ეს შესანიშნავი ნამუშევარია. ბევრი ნახატი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ვერ შეიქმნებოდა მხატვრების იმ ჯგუფის გარეშე, რომლებიც წინ მიიწევდნენ და ცვლიდნენ დამოკიდებულებას ფერწერის მიმართ. ერთ–ერთი ასეთი მხატვარი კი ჟან–მიშელ ბასკია იყო”, – აცხადებს სააქუციონო სახლის წარმომადგენელი, ანა მარია ცელისი.