ჟან პოლ გოტიე: მთავარია ხალხზე ზრუნვა და არა კომპანიის გაზრდა

799

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ, რომელიც მოდის სფეროში 40 წელია საქმიანობსმოდის მსხვილი ბრენდები გააკრიტიკა. ინფორმაცის BBC ავრცელებს.

„დიდი ჯგუფები ქმნიან დიდ და ახალ კოლექციებს, ეს უაზრობაა. მთავარია ვიფიქროთ იმაზე, რა სჭირდება ხალხს და არა იმაზე, თუ რა ვაწარმოოთ და როგორ გავზარდოთ კომპანია. მერე კი ეს ტანსაცმელი არავინ ჩაიცვას და გავანადგუროთ“, – აცხადებს დიზაინერი BBC-სთან საუბარში.

გამოცემის ცნობით, შარშან Burberry-მ 28,6 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების აქსესუარები, ტანსაცმელი და სუნამოები დაწვა, რომელიც არ გაიყიდა. კომპანიამ ეს ბრენდის ექსკლუზივის შესანარჩუნებლად გააკეთა.