ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე საფრანგეთში დაიხურა. დეპარდიეს ფრანგმა მსახიობმა ქალმა 2018 წლის აგვისტოში გაუპატიურებაში დასდო ბრალი. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში “საქმეში არსებული მასალები არ ამტკიცებს მსახიობის მიერ ჩადენილი დანაშაულის არსებობას”. თავად ჟერარ დეპარდიე თავიდანვე უარყოფთა ბრალს.