რეჟისორი მეტ რივსი, საკუთარ “ბეტმენზე” საუბრისას აღნიშნა, რომკეთილ ღამურას ბევრ ბოროტმოქმედთან გამკლავება მოუწევს. უახლესი ინფორმაციით ფილმში 6 უარყოფით გმირს მაინც ვიხილავთ, მათ შორის კი შესაძლებელია აღმოჩნდნენ: რიდლერი (Riddler), ქალი – კატა, ფაიერფლაი (Firefly), პინგვინი, თუ – ფეისი (Two Face) და ახლახან ირკვევა, რომ ამ ჯგუფს შესაძლებელია მედ ჰეთერიც (Mad Hatter) შეუერთდეს. ეს კი ბოროტმოქმედისთვის სადებიუტო გამოჩენაა ფილმებში.
ეს ინფორმაცია გამომდინარეობს კასტინგის სიიდან, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და ცვლილებებიც მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ რობერტ პატინსონი ახალი ბეტმენი იქნება, ხოლო გადაღებების დასაწყისი 2019 წლის ბოლოსთვის ან 2020 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.