რას უკავშირდება ნიუ-იორკში ქალის 140 ქანდაკების გამოჩენა

474

“მხევლის წიგნის” ახალ სეზონთან დაკავშირებით, ნიუ იორკში ქალის 140 ქანდაკება გამოჩნდა.

ცნობილია, რომ ნიუ იორკში სულ 150 ადამიანის ქანდაკებაა, აქედან 145 კაცისაა, ხოლო ხუთი მხოლოდ ქალის. სწორედ ამიტომ, ხილვადობის ასამაღლებლად ნიუიორკი ქალის ქანდაკებებმა დაიპყრო.

ქანდაკებები შუშის იქნება და მათში გამვლელები აირეკლებიან. სიმბოლურად ეს ინსტალაცია გაუჩინარებული ქალების სახეებს გამოხატავს. რამდენიმე ხნით კაცის და ქალის ქანდაკებების თანაფარდობა ნიუ იორკში გათანაბრდება და ის ორივეს შემთხვევაში 145 იქნება.