რატომ ტოვებს კვენტინ ტარანტინო კინემატოგრაფს

545

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ შოუში Real Time with Bill Maher კინემატოგრაფიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მეათე ფილმის შემდეგ ის პენსიაზე გავა.

“კარგად ვიცნობ კინოს ისტორიას. ასაკთან ერთად რეჟისორები უკეთესები არ ხდებიან. მაგალითად, დონ სიგელი. მას რომ კარიერა 1979 წელს დაესრულებინა, როცა “გაქცევა ალკატრასიდან გადაიღო”, ეს შესანიშნავი ბოლო ფილმი იქნებოდა. მაგრამ მან კარიერა ორი სხვა ნამუშევრით დაასრულა, ისინი კი კრიტიკოსებმა და მაყურებელმა საკმაოდ ცივად მიიღეს”, – განაცხადა რეჟისორმა.