რაფალ ოლბინსკი – თანამედროვე სიურრეალისტი პოლონეთიდან

945

რაფალ ოლბინსკი 1943 წელს პოლონეთში, ქალაქ კელცეში დაიბადა. პირველად თავისი ნიჭი რაფალმა მაშინ გამოავლინა, როდესაც ოჯახის წევრებისთვის ბანქო დახატა.

რაფალი ვარშავის პოლიტექნიკური სკოლის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. სპეციალობით მას არასოდეს უმუშავია, სამაგიეროდ ოპერის თეატრში დეკორაციებსა და რეკვიზიტს ხატავდა.

36 წლის ასაკში ოლბინსკი აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად, ასე დაიწყო მისი კარიერული სვლაც. მისი სიურრეალისტური ხელოვნება უმალვე შენიშნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა Newsweek, Time, Business Week, Atlantic Monthly, Playboy, Omni, The New York Times, NewYorker.

Rafal Olbinski Tutt’Art@

1985 წელს რაფალი ნიუ–იორკის სახვითი ხელოვნების პრესტიჟულ სკოლაში, მასწავლებლად მიიწვიეს. 1990 წელს მხატვარი რამდენიმე საოპერო პოსტერს ამზადებს.

თავისი პოსტერების წყალობით, რაფალმა სრულიად შეცვალა პუბლიკის მიერ ხელოვნების ამ სახეობის აღქმის უნარი.

რაფალ ოლბინსკის ნამუშევრების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად სიურრეალიზმისა, ნამუშევრის ყველა ფრაგმენტი ადვილად აღსაქმელი, რეალური და აშკარაა.