რა არის ევროვიზიაზე გამარჯვების საიდუმლო

633

ნიდერლანდელი კონკურსანტი ევროვიზიაზე გამარჯვების საიდუმლოს ამხელს. დუნკან ლოურენსის თქმით გამარჯვებისთვის ღიაობა საკმარისია. „საიდუმლო ის არის, რომ არ უნდა გქონდეს საიდუმლო, იყო ღია, იყო ის, რაც ხარ და აკეთებდე მუსიკას“,განაცხადა დუნკან ლოურენსმა შემაჯამებელ პრესკონფერნციაზე.

კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუნ ულა სანმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წელს ევროვიზია ნიდერლანდებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიგით 64-ე კონკურსი თელ-ავივში ჩატარდა. ფინალი 19 მაისის ღამით გაიმართა. ფინალურ შოუში ლოურენსმა 492 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე იტალიელი Mahmood გავიდა. მესამე ადგილი კი რუსმა სერგეი ლაზარევმა დაიკავა.

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც კვიპროსს წარადგენდა, მე-11 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ოთო ნემსაძე კონკურსს პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.