რა ღირს ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე, რომელიც Balenciaga-მ წარადგინა

662

მოდის სახლმა Balenciaga-მ, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე წარადგინა.თავსახურის ფორმის მრგვალ ცისფერ საყურეს მეტალის საკიდი აქვს, ზემოდან და შიგნით კი მას ბრენდის სახელი აწერია. ბიჟუტერიის ფასი 447 ევროა.

აღსანიშნავია, რომ მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. გვასალიამ გასულ წელს აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი აიღო.