რა ღირს ჯეიმს ბონდის მანქანა

509

ჯეიმს ბონდის ახალი ავტომობილი ჰიბრიდული ჰიპერკარი Aston Martin Valhalla იქნება, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიონი გირვანქაა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ავტომობილს ტურბო ჩაბერვით აღჭურვილი 6-ცილინდრიანი ძრავი და ელექტროძრავი ექნება. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს გადააჭარბებს.

მოდელის ოფიციალური დასახელების გამოცხადებამდე ავტომობილი AM-RB 003-ის კოდური დასახელებით იყო ცნობილი. Valhalla შეცვლის Aston Martin DB10-ს, რომელიც აგენტ 007-ის შესახებ ამ დროისთვის გადაღებული ბოლო ფილმი „სპექტრისთვის“ სპეციალურად შექმნეს.

ბაზარზე Aston Martin Valhalla-ს მხოლოდ 500 ეგზემპლარი 2021 წელს გამოვა.