რევოლვერი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, აუქციონზე გაიყიდება

554

ლეფოშეს სისტემის რევოლვერი, რომლითაც სავარაუდოდ, მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა თავი მოიკლა, პარიზში აუქციონის წესით გაიყიდება.

როგორც სააუქციონო სახლი Drouot აცხადებს, იარაღი იმ მინდორში იპოვეს, სადაც სროლა განხორციელდა.

წინასწარი შეფასებით, ლოტის ფასი 40–60 ათას ევროა.