ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამაშუკელი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ასევე, რეზო ამაშუკელი არის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.