The Walt Disney-ის მიერ გადაღებულმა „ალადინის“ რიმეიქმა პრემიერის დღეს მსოფლიო მასშტაბით 207 მლნ დოლარი დააგროვა. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 86,1 მილიონი დოლარი შეგროვდა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა.
ანიმაცია „ალადინის“ ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შეიძლება.
ახალ „ალადინს“ მაღალი შეფასება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდანაც. მათი თქმით, ალადინის „ჯადოსნურ სამყაროს“ თანამედროვე მსოფლიოზე გავლენა ისევ აქვს.