მსახიობი რენე ზელვეგერი 6-წლიანი გაუჩინარების შემდეგ კინოეკრანებზე ბრუნდება. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ეს პაუზა სჭირდებოდა, რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსახიობი, რობერტ გულდიას ფილმში „Judy“ გამოჩნდება. ფილმის პრემიერა სექტემბერში შედგება. მანამდე კი მაყურებელს შეუძლია ტრეილერი იხილოს.