რესტავრატორი არალეგალური არტეფაქტების შენახვის გამო დააკავეს

236

მანჰეტენის საოლქო პროკურატურამ 58 წლის რესტავრატორის, ნეილ პერი სმიტის დაკავების შესახებ განაცხადა. მას ბრალი ინდოეთიდან, კომბოჯიდან, ტაილანდიდან და ნეპალიდან არალეგალურად გატანილი 22 არტეფაქტის შენახვაში ედება. პერი სმიტი ნამუშევრებს ასუფთავებდა და რესტავრაციას უკეთებდა, რათა მათ უკანონოდ მოპოვების ნიშნები აღარ ჰქონოდათ და არტ–დილერს სუბხაშ კაპურს უგზავნიდა. აღსანიშნავია, რომ კაპურს “ხელოვნების ყველაზე პროდუქტიულ კონტრაბანდისტს” უწოდებენ. 30 წლის განმავლობაში მის გალერეაში დაახლოებით 2500 აზიური არტეფაქტი გაიყიდა. ახლა სუბხაშ კაპური ინდოეთშია დაკავებული, თუმცა მანჰეტენის პროკურატურა მის ექსტრადიციას ითხოვს.