ჟურნალმა Forbes რიანა ყველაზე მდიდარ მუსიკოს ქალად დაასახელა. მომღერლის ქონება 600 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მან რეიტინგში მადონას აჯობა, რომლის ქონებაც 570 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ რიანამ ქონება არა მუსიკით, არამედ კოსმეტიკური ხაზით
Fenty Beauty დააგროვა.