რიკი მარტინი და მისი მეუღლე ჯოვან იოსეფი კვლავ ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ მომღერალმა ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილი კამპანიის მიერ გამართულ ვახშამზე განაცხადა.
“აქაა ჩემი ოჯახი. ჩემი ქმარი ჯოვანი, ჩემი შვილები მატეო, ვალენტინო და ლუსია. და სხვათაშორის, უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ კვლავ ბავშვს ველოდებით. ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები”, – განაცხადა მარტინმა.