შოტლანდიელი მსახიობი რიჩარდ მედენი, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიაში ხელოვნების საპატიო დოქტორად აირჩიეს. ამის შესახებ The Scottish Sun წერს.
მსახიობს პოპულარობა „სამეფო კარის თამაშებში“ რობ სტარკის როლის შესრულებამ მოუტანა.
„ჩემი გამოსაშვები საღამო გამოვტოვე, რადგან ვმუშაობდი, ახლა კი თავს მართალაც განსაკუთრებულად ვგრძნობ. საბოლოოდ დავასრულებ სწავლას 12 წლის დაგვიანებით“, – თქვა მსახიობმა.
33 წლის მსახიობს სერიალისთვის „მცველი“ „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული.