„რკინის კაცს“ ძეგლი დაუდგეს

1610

იტალიაში, ქალაქ  ფორტე-დეი-მარმეში  Marvel Comics-ის პერსონაჟს და სუპერგმირ „რკინის კაცს“ ძეგლი დაუდგეს. ინფორმაციას kryptonradio ავრცელებს.  

მონუმენტი 4 მეტრისაა. მისი ავტორი კი მოქანდაკე დანიელ ბასოა. მონუმენტი პოლირებული რკინისგანაა დამზადებული და „რკინის კაცის“ პირველი პროტოტიპია. ძეგლი მოქანდაკის ახალი გამოფენის ნაწილი გახდა.

„რკინის კაცის“ თავგადასავლები ნაჩვენებია სამ კინოფილმში, „რკინის კაცი“, „რკინის კაცი 2“ და „რკინის კაცი 3“ მის როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. იგი ასევე ჩნდება 2012 წლის ფილმში „შურისმაძიებლები“ და ეპიზოდურ როლში, ფილმში „საოცარი ჰალკი“ (2008).