მარგარეტ ტეტჩერს, რომელსაც მეტ სახელად „რკინის ლედი“ უწოდეს, მის როლს სერიალში „გვირგვინი“ ჯილიან ანდერსენი შეასრილებს. ამის შესახებ Fox News, Netflix-ზე დაყრდნობით წერს.
სერიალი „გვირგვინი“, ისტორიული ჟანრისაა და დედოფალ ელიზაბეტ II-ის მეფობას ასახავს. სერიალის მე-3 სეზონს მაყურებელი 17 ნოემბერს იხილავს. ხოლო ანდერსენი ტეტჩერის როლში მე-4 სეზონში გამოჩნდება.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1979-1990 წლებში იყო. ის მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერმინისტრია.