რობერტ დაუნი უმცროსმა და კომპანია Amazon–მა ერთობლივი ეკოლოგიური პროექტის შექმნის შესახებ განაცხადეს. Footprint Coalition–ის ოფიციალური პრეზენტაცია ლას ვეგასში გაიმართა. მსახიობის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, თუ რა რაოდენობის ნაგავი რჩება დედამიწის ზედაპირზე და განაცხადა, რომ მომავალ 11 წელიწადს ამ პრობლემის აღმოფხვარზე დახარჯავს.
“11 წლის შემდეგ 65 წლის ვიქნები და თუ ამ დროისთვის ცოტა მაინც დავალაგებთ ამ ქაოსს, აქ დავბრუნდები და პენსიაზე გასვლას დიდი ზარ–ზეიმით აღვნიშნავ,” – განაცხადა დაუნი უმცროსმა.