რობერტ რედფორდი ამერიკის პრეზიდენტი გახდება

991

მსახიობი რობერტ რედფორდი სერიალ “მცველებში” აშშ–ის პრეზიდენტ რობერტ რედფორდის როლს შეასრულებს. ალან მურის კომიქსების მიხედვით პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გააუქმა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ორი ვადითაა შესაძლებელი და ის მესამედ გახდა ქვეყნის მმართველი. 1992 წელს პრეზიდენტი რობერტ რედფორდი გახდა. ეკრანიზაციის ავტორის, დეიმონ ლინდელოფის აზრით, ეს იქნება ისტორია იმის შესახებ “რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თეთრკანიანი კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ძალიან დიდხანს იქნება პრეზიდენტი”.