რობი უილიამსმა აგორაფობიასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შიშის გამო სამი წელი სახლიდან არ გამოდიოდა.
“ჩემი კარიერა უფსკრულისკენ მიექანებოდა და რაღაც დროის განმავლობაში აუცილებელი გახდა კვლავ წონასწორობა შემენარჩუნებინა და საკუთარ თავთან დავბრუნებულიყავი. ჩემი სხეული და გონება მეუბნებოდნენ, რომ არსად არ უნდა წავიდე და არაფერი უნდა ვაკეთო. მეუბნებოდნენ, უბრალოდ მომეცადა, ამიტომ ვიჯექი და ვიცდიდი.მომიწია რამდენიმე მსხვილი პროექტის უარყოფა. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო”, – განაცხადა მომღერალმა.