როგორ ვიცნოთ დედოფალი

1268

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორე ნამდვილად არის ქალი, რომელიც სხვა ქალებს ჩაცმას ასწავლის. სამეფო სტილს ათობით ელემენტი განასხვავებს, თუმცა ჩვენ სულ რამდენიმეს განვიხილავთ.

ხასხასა ფერები

დედოფალი ასაკისა და სტატუსის მიუხედავად უპირატესობას ხასხასა, ნათელ ფერებს ანიჭებს. ვარდისფერი, ულტრამარინი, ფორთოხლისფერი – ეს დედოფალი ელისაბედ მეორის არჩევანია.

ქუდი

ქუდები სამეფო აქსესუარი და უკვე სიმბოლოც კი არის. ელისაბედ მეორის ახალგარზდობაში ქალები ვალდებულები იყვნენ თავსაბურავი ან ქუდი ეტარებინათ, თუმცა ახლა ეს უკვე მისი უდიდებულესობის არჩევანია. ბაკინგემის სასახლის ქუდების ოსტატი კი უკვე 10 წელზე მეტი ხანია, დიზაინერი რეიჩელ ტრევორ–მორგანია. დედოფლის ქუდები მუდამ ერთი ზომისა და ფორმისაა. თუმცა, ეს მეტწილად კომფორტისთვისაა, რადგანაც დედოფალს ქუდით ყოფნა მრავალი საათი უწევს.

ჩანთა

ამ საკითხში დედოფალი ერთგული მომხმარებელია და 50 წელია Launer-ს ანიჭებს უპირატესობას. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კოლექციაში 200 ერთეულზე მეტი ჩანთაა.

ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ის უნდა იყოს ლამაზი, შესაბამისი და კომფორტული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დედოფალს უკვე მრავალი წელია თავისი სტანდარტი აქვს შემუშავებული: ფეხსაცმელი საშუალო ქუსლით (დაახლოებით 5,5 სმ), ოდნავ დიდი ზომის და კომფორტისთვის სპეციალური ლანჩები.

შარვალი

სულ ელისაბედ მეორეს, ოფიციალურ ღონისძიებებზე რვაჯერ ეცვა შარვალი. როგორც ამბობენ, დედოფალს ძალიან არ უყვარს გარდერობის ეს დეტალი და თვლის, რომ შარვალი მხოლოდ სპორტისთვის ან აქტიური დასვენებისთვისაა შექმნილი.

ხელთათმანები

ხელთათმანები გარდერობის ის დეტალია, რომელიც პროტოკოლით მოითხივება. დედოფალი 15 სანტიმეტრის სიგრძის ხელთათმანებს ანიჭებს უპირატესობას. ბრენდი Cornelia James Ltd ყოველწლიურად მის უდიდებულესობას დაახლოებით 12 წყვილ ხელთათმანს უგზავნის.null