ბრიტანულ კუნძულებს ტერკსა და კაიკოსს კაილი ჯენერი მეგობრებთან და შვილთან ერთად სტუმრობს. ჯენერმა Instagram გვერდზე სურათიც განათავსა.
“შვებულების რეჟიმი”, – წერია ფოტოზე.
დასასვენებლად კაილი ჯენერი საკუთარი თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელსაც კანის მოვლის საშუალებების მისი ახალი ხაზის ლოგოტიპი აქვს.
Kylie Skin გაყიდვაში 22 ივლისს გამოვა.