როგორ შევარჩიოთ წიგნი

739
  1. მიიღეთ რეკომენდაციები მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან და სულელებისგან. რაც მეტი ადამიანი გირჩევთ კონკრეტული წიგნის წაკითხვას – მით უკეთესი.
  2. გაერკვიეთ რისი წაკითხვა გსურთ. დეტექტივი? ფანტასტიკა? რომანტიკა? არჩევანი საკმაოდ დიდია. თუ ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმები გიყვართ – იან ფლემინგის წიგნები შეიძინეთ.
  3. ყველაზე გაყიდვადი ავტორების ყველაზე გაყიდვადი წიგნები. ზოგი წიგნი ბესტსელერი ხდება და ამას ვერსად გაექცევით.
images-1


4. წიგნების შესახებ რეცენზიები იკითხეთ. მუდამ ეძიეთ საიტები წიგნების შესახებ. ასე მიხვდებით ღირს თუ არა დროის დაკარგვა.

5. ყიდვამდე უკანა ყდაზე დაბეჭდილი რეცენზია წაიკითხეთ. ეს მნიშვნელოვანია. თუ ის არ მოგეწონებათ, წიგნს ნუღარ იყიდით.

6. ნუ წაიკითხავთ წიგნს, რომელიც იცით რომ ცუდია. თუ სამმა ადამიანმა გითხრათ, რომ ამ წიგნის წაკითხვა არ ღირს – ნუ დაკარგავთ დროს.

images

7. ნუ წაიკითხავთ ცუდ წიგნს, მხოლოდ იმიტომ რომ ის კარგმა ავტორმა დაწერა. ყველა წიგნი შედევრი არაა. ამიტომ სჯობს დროისა და ფულის ეკონომია გასწიოთ.

8. ნუ წაიკითხავთ წიგნს იმიტომ რომ მას ყველა კითხულობს. ამგვარად გახდებით ის გამონაკლისი, რომელსაც ის წაკითხული არ აქვს.

uploads-card-image-833455-5fc3da8c-5dd0-4d02-864f-746289abe608-j

9. ეცადეთ კომოფრტის ზონის გარეთაც იკითხოთ. თუნდაც წიგნი ძალიან რთული, მძიმე და გაუგებარი იყოს – არასოდეს მიატოვოთ კითხვა, აუცილებლად დაასრულეთ.

10. წაიკითხეთ სწორი წიგნები სწორ დროს. როდესაც სახლში, მშვიდად ზიხართ – შეგიძლიათ „მძიმე“ წიგნებს შეერკინოთ. მოგზაურობისას შეგიძლიათ ტავი ფანტასტიკით და სხვა მარტივი ჟანრებით შეიქციოთ.