მსახიობმა ჯეიკ ჯილენჰალმა 10 კილოგრამადე დაიკლო როლისთვის, რომელიც ფილმში “Night-crawler” შეასრულა. ჯილენჯჰალი ერთ–ერთი ბოლო მსახიობია, რომელიც შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს დათანხმდა როლის გამო.

ჯარედ ლეტოს განცხადებით, მან 18 კილოგრამი დაიკლო, რათა ფილმში “Dallas Buyers Club” აივ ინფიცირებული ტრანგენდერი ქალის როლი შეესრულებინა.

მეთიუ მაქგონაჰიმ ახალი როლისთვის 18 კილოგრამამდე დაიკლო. ფილმის “Dallas Buyers Club” მსოფლიო პრემიერა დეკემბერში გაიმართება, სადაც მსახიობი აივ ინფიცირებულ მამკაცს განასახიერებს.

დენიელ დეი–ლუისმა, ფილმში “ლინკოლნი” ამერიკის მე–16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი განასახიერა. CNN– ი წერს, რომ იგი იმდენად გარდაისახა ლინკოლნად, რომ შესრულებული როლისთვის 2012 წელს ოსკარი დაიმსახურა.

მსახიობმა ჯარედ ლეტომ არ ამხოლოდ წონაში დაიკლო როლის გამო, ასევე, მოიმატა კიდეც. მარკ დევიდ ჩეპმენის განსასახიერებლად ფილმში ““Chapter 27” ლეტომ 27 კილოგრამი მოიმატა.

შარლიზ ტერონმა ფილმში “მონსტრი” შესრულებული როლისთვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი დაიმსახურა. ტერონმა სერიული მკვლელი განასახიერა, მსახიობმა არა მხოლოდ წონაში მოიმატა, მისი სახე მაკიაჟის საშუალებით სრულიად ტრანსფორმირდა. მსახიობის კბილებიც კი დაამუშავა ჯგუფმა, რომელიც მსახიობის ვიზუალზე მუშაობდა.

ნიკოლ კიდმანმა, შარლიზ ტერონის მსგავსად, ოსკარი დაიმსახურა ფილმში “საათები” შესრულებული როლისთვის, სადაც კიდმანმა ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვულფი განასახიერა. მსახიობს ტრანსფორმაციაში ძირითადად მაკიაჟი დაეხმარა, განსაკუთრებით კი ხელოვნური ცხვირი, რომელიც დისკუსიის საგანიც კი გახდა.

მსახიობი ბრედ პიტი ფილმში “ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია” შესრულებულ, როლისთვის სხვადასხვა ასაკის მისაღწევად არერთი ცვლილება დასჭირდა. ფილმის პროდიუსერის განცხადებით, მსახიობს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უკეთებდნენ მაკიაჟს.

ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუთი” მსახიობმა რუნი მარამ ლიზბეთ სალანდერის როლი შეასრულა. მარამ შეიცვალა ვარცხნილობა. გაითეთრა წარბები და პირსინგი გაიკეთა ცხვირზე, წარბზე, ტუჩზე და კერტზე.
