როგორც ბრიტანელმა მუსიკოსმა როჯერ უოტერსმა განაცხადა, ახალგაზრდები მის სიმღერებში აზრსა და სიმართლეს ხედავენ, რომელიც ძალიან აკლია თანამედროვე პოპ–მუსიკას.
“ჩემს კონცერტებზე მართლაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის. წინასწარ იკავებენ ადგილებს წინა რიგებში, რათა ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ. ისინი ჩემს სიმღერებში სიმართლეს ხედავენ. პოპულარული მუსიკის უდიდესი ნაწილი ემოციურ კონტაქტს, აზრს თავს არიდებს. ყველა თაობაში არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ იდეებს”, – განაცხადა მუსიკოსმა.