ბერლინში მცხოვრები ხელოვანი კეტრინი, ქაღალდებისგან შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის.
კეტრინი დიდი ხანია, რაც ადამიანის სხეულის აგებულებით არის დაინტერესებული. გამომდინარე აქედან, ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მას, ამავე ქალაქის რუკის დახმარებით ადამიანის ორგანოების შექმნა სთხოვეს, ის სიამოვნებით დათანხმდა. ნამუშევრებს ნათლად უნდა წარმოეჩინა ჩვენი თითოეული ორგანო და მისი თავისებურებები.
როგორც კეტრინი ამბობს სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი, საჭირო რუკების მოძიება აღმოჩნდა. „რადგან სმარტფონების ეპოქაში ვცხოვრობთ, ქაღალდის რუკებს აღარავინ იყენებს და არც მაღაზიებშია მათი მოძიება მარტივი“, – აღნიშნა მან.



